Thumbnail
  • იუნაიტედი ზაფხულში 5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
  • ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სიაში ვიქტორ ოსიმენიცაა

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულისთვის დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს. "წითელ ეშმაკებს" ტრანსფერებისთვის 500 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი და შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური EL Pais ავრცელებს და ფეხბურთელების სიასაც აქვეყნებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

ჯერჯერობით, უცნობია, ეყოლებათ თუ არა მანჩესტერელებს მომავალი სეზონიდან ახალი მფლობელები, მაგრამ ცნობილია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კლუბი მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს. EL Pais-ს სია შეიხი იასიმ ბინ ჰამად ალ თანისთან (იუნაიტედის მომავალი სავარაუდო მფლობელი) დაახლოებულმა პირმა მიაწოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფეხბურთელების ჩამონათვალი მათ კლუბიდან გადაუგზავნეს.

იუნაიტედში ზაფხულში 5 ფეხბურთელის მოყვანაზე ფიქრობენ. თავდასხმაში კლუბი ჰარი კეინს, ვიქტორ ოსიმენს და დუსან ვლაჰოვიჩს შორის განიხილავს. წყაროს ცნობით, ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას მანჩესტერელები ადრიან რაბიოთი ან ფრენკი დე იონგით გეგმავენ. მარცხენა ვინგერის პოზიციაზე კი კინგსლი კომანსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის გააკეთებენ არჩევანს. EL Pais წერს, რომ მცველების სიაში რონალდ არაუხოა.

მანჩესტერმა პრემიერლიგის ბოლო ტურში ბორნმუთი 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, ტენ ჰაგის გუნდს ბოლო ორი ტურში 1 ქულა სჭირდება და მინიმუმ მეოთხე ადგილს გაინაღდებენ. შემდეგ ტურში, 28 მაისს იუნაიტედი ჩელსის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები