Thumbnail

შტურმმა შანსი დაკარგა - ზალცბურგი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მე-10-ედ გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზალცბურგი 2:1 შტურმი | გრაცელები იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს
  • შტურმი მიმდინარე სეზონში მე-2 ადგილს და ავსტრიის თასს დასჯერდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ზალცბურგმა ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი დაამარცხა, რის შედეგადაც სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ ტურამდე ზალცბურგი შტურმს 3 ქულით უსწრებდა, ამიტომ, თამაშს დიდი ინტრიგა ჰქონდა. გრაცელები მოგების შემთხვევაში ქულებით გაუთანაბრდებოდნენ კონკურენტს, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობას მოიპოვებდნენ. კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელები 49-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ 2 გოლი გაუშვეს - 1:2.

ამგვარად, ზალბურგმა შტურმს 6 ქულით გაასწრო და ვინაიდან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებშიც აჯობა (2 მოგება, 1 ფრე 1 წაგება), ავსტრიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეათედ, ისტორიაში კი მე-17-ედ მოიპოვა.

კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, 74-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. შტურმმა ვერ მოახერხა ავსტრიის ჩემპიონობა, მაგრამ ეს სეზონი მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ, რადგან მე-2 ადგილი დაიკავა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა, თანაც,  ავსტრიის თასი მოიგო. გრაცული გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 მაისს, ვენის რაპიდთან სტუმრად ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები