- აუგსბურგი 0:3 დორტმუნდი | გოლები: 0:1 ალე (59), 0:2 ალე (84), 0:3 ბრანდტი (90)
- დორტმუნდი ბოლოს გერმანიის ჩემპიონი 2012 წელს იყო
გერმანიაში ბაიერნის ჰეგემონიის დამხობამდე პრაქტიკულად აღარაფერი რჩება.
მიუნხენურმა გრანდმა გუშინ ლაიპციგთან წააგო, რითაც დორტმუნდს შანსი გაუჩნდა, რომ ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცეულიყო. ედინ ტერზიჩის გუნდმა კი საჩუქარი შეირგო.
ბორუსიამ სტუმრად აუგსბურგი სებასტიან ალეს წყალობით მე-2 ტაიმში გატეხა, რომელმაც დუბლი შეასრულა და დორტმუნდს მოაგებინა. ბოლოს იულიან ბრანდტმაც გაიტანა - 0:3. ამგვარად, ბუნდესლიგას ახალი ლიდერი ჰყავს და დიდი ალბათობით, ახალი ჩემპიონი ეყოლება!
დორტმუნდს 70 ქულა აქვს, ბაიერნს - 68. წინ ერთადერთი ტურია: 27 მაისს, დორტმუნდი "სიგნალ იდუნა პარკზე" უმოტივაციო მაინცს თუ დაამარცხებს, "ვერცხლის სინს" მოიპოვებს... ამ დღეს დორტმუნდში დიდხანს ელოდნენ - 11 წელი. ბაიერნი ბოლო ტურში კიოლნს სტუმრად შეხვდება.
დორტმუნდის ბორუსია ისტორიაში 8-ჯერ იყო გერმანიის ჩემპიონი, ბოლოს 2012 წელს. მას მერე ბაიერნის ჰეგემონია დაიწყო, რომელიც დამხობასთან ახლოსაა. როგორც ჩანს, გერმანული ფეხბურთის ტახტს ახალი მფლობელი ეყოლება, ყოველ შემთხვევაში ერთი წლით მაინც.
ვნახოთ, ამისათვის დორტმუნდმა მაინცი უნდა დაამარცხოს.
აუგსბურგი 0:3 დორტმუნდი
გოლები: 0:1 ალე (59), 0:2 ალე (84), 0:3 ბრანდტი (90)
კომენტარები