Thumbnail

ბასილაშვილმა როლან გაროსის კვალიფიკაციაში პირველივე მატჩი წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში პირველივე მატჩი წააგო.

დღეს ბასილაშვილის მეტოქე 21 წლის იტალიელი ჯულიო ძეპპიერი (მსოფლიოს 129-ე ჩოგანი) იყო და მართალია, ნიკამ მისი პირველოვე მოწოდების აღება მოახერხა, იქვე თავადაც დაბრეიკდა და საბოლოოდ, სეტი 4:6 დათმო. მე-2 სეტში კიდევ უფრო ნაკლები ბრძოლა იყო და ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში ერთ საათში 4:6, 1:6 წააგო.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილისთვის ეს ზედიზედ მე-8 მარცხი იყო და გასაკვირი არაა, რომ ამ ფონზე ის ATP-ს რეიტინგში ვარდნას განაგრძობს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილმა კიდევ 65 ქულა და 44 პოზიცია დაკარგა და უკვე 217-ე საფეხურზე იმყოფება.

შარშან ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში იყო და ამერიკელ მაქსიმ კრესის 3:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:4, 6:4 სძლია, შემდეგ კი, ასევე აშშ-ს წარმომადგენელ მაკკენზი მაკდონალდთან 3:6, 1:6, 4:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები