- IJF-მა გრიგალაშვილის, ბექაურისა და სარდალაშვილის ილეთები გამოარჩია
- პირველი ადგილი იაპონელი უტა აბეს ფანტასტიკურ იპონს ერგო
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის 20 საუკეთესო იპონი დაასახელა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მიერ შესრულებული 3 ილეთიც მოხვდა.
საუბარია შედეგიან გდებებზე, რომლებიც ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), ლაშა ბექაურმა (90 კგ.) და გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) შესაბამისად, აშრაფ მუტისთან (მაროკო), კომრონშოხ უსტოპირიონთანა (ტაჯიკეთი) და მარკუს აუერთან (ავსტრია) შეასრულეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის საუკეთესო იპონად იაპონელი უტა აბეს მიერ შესრულებული ილეთი შეფასდა. თუ როგორ დააგდო მან შვეიცარიელი ფაბიენ კოხერი, აუცილებლად უნდა ნახოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა, ინდივიდუალურ ტურნირში კი 4 მედალი მოვიპოვეთ: ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლს ლაშა ბექაური (90 კგ.) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.).
კომენტარები