Thumbnail
  • ლიგაზე ამ ეტაპზე 32-დან 27 მონაწილის ვინაობა ცნობილია
  • დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები
  • სიტუაცია კონფერენსლიგაზე

ერთი კვირის წინათ (მას მერე, რაც ყარაბაღი აზერბაიჯანის და სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ) ოფიციალურად გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონს I საკვალიფიკაციო სეზონს განუთესავი შეხვდება. 

იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო 8 კლუბი რომელ მხარეს მოხვდებოდა (განთესილებში თუ განუთესავებში) და შესაბამისად, რომლები იქნებოდნენ დინამოს სავარაუდო მეტოქეები. ახლა ყველაფერი გარკვეულია, გარდა რამდენიმე დეტალისა. 

განთესილები

ფერენცვაროში (უნგრეთი)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
სლოვანი (სლოვაკეთი)
ბატე (ბელარუსი)
ასტანა (ყაზახეთი)
ჟალგირისი (ლიეტუვა)
ჰიკ (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი)
შემროკ როვერსი (ირლანდია)
ნიუ სეინტსი (უელსი)
ოლიმპია (სლოვენია)
ზრინსკი (ბოსნია)
* თურქეთის ჩემპიონი (გალათასარაი ან ფენერბაჰჩე)
* ბულგარეთის ჩემპიონი (ლუდოგორეცი ან ცსკა)

განუთესავები

ლინკოლნი (გიბრალტარი)
კლაკსვიკარი (ფარერები)
დინამო (საქართველო)
რაკუვი (პოლონეთი)
არისი (კვიპროსი)
ჰეკენი (შვედეთი)
ფარული (რუმინეთი)
ვალმეირა (ლატვია)
ბალკანი (კოსოვო)
ლარნი (ჩრდ. ირლანდია)
ჰამრუნ სპარტანსი (მალტა)
ესპერანჟი (ლუქსემბურგი)
სტრუგა (ჩრდ. მაკედონია)
* სომხეთის ჩემპიონი (ურარტუ ან პიუნიკი)
* ალბანეთის ჩემპიონი (ტირანა ან პარტიზანი)
* წინასაკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული (ბუდუჩნოსტი, ტრე პენე, ბრეიდაბლიკი, ატლეტიკი)

როგორც ხედავთ, დინამოს რეიტინგით ბევრი არ დააკლდა, რომ განთესილთა შორის მოხვედრილიყო. ფერენცვაროში, ყარაბაღი, სლოვანი და ბატე ალბათ, ყველაზე არასასურველ მეტოქეებს უნდა მივათვალოთ, თურქეთის (დიდი ალბათობით, გალათასარაი იქნება) და ბულგარეთის ჩემპიონებთან ერთად. თუმცა განთესილთა შორისაც არიან ერთი შეხედვით აშკარად სუსტი მეტოქეები. 

პირველი საკვალიფიკაციო წრის წილისყრა 20 ივნისს გაიმართება. ეს ეტაპი შინ და სტუმრად 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. დღეისათვის გარკვეულია 22 მონაწილის ვინაობა.

ქართული ტრიო კონფერენსლიგაზე

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა უეფას კონფერენსლიგაზე ითამაშებენ, ისინიც პირველი საკვალიფიკაციო წრიდან იწყებენ. ამ ეტაპზე სულ 62 გუნდი ითამაშებს 31 წყვილად. უკვე გარკვეულია, რომ დილა განუთესავი იქნება, ხოლო დინამო ბათუმისა და ტორპედოს ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. დამოკიდებულია, რა მოხდება ბოლო ტურებში სლოვაკეთის, რუმინეთის და ალბანეთის ჩემპიონატებში, ასევე რამდენიმე ქვეყნის თასის ფინალის შედეგზე. თუმცა გაურკვეველთა რეიტინგის სათავეში დინამო ბათუმია, ასე რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი განთესილებში გადაინაცვლებს.

აქ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 13 და 20 ივლისს გაიმართება. წილისყრა 20 ივნისსაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები