- იგორ კოკოშკოვი ჯორჯიულ კლუბში ქუინ სნაიდერის ასისტენტი იქნება
- სერბი სპეციალასტი ქართველ კალათბურთელებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ატლანტა ჰოუქსის მთავარი მწვრთნელის ქუინ სნაიდერის ასისტენტი გახდა.

საინტერესოა, რომ 51 წლის სერბი სპეციალისტი უკვე მუშაობდა სნაიდერის სამწვრთნელო შტაბში, ოღონდ, არა ატლანტაში, არამედ, იუტა ჯაზში, 2015-2018 წლებში.
მას მერე იგორმა ფინიქს სანსი ჩაიბარა უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ 2018-19 წლების სეზონის შემდეგ გაანთავისუფლეს, რადგანაც მისმა გუნდმა 82 მატჩიდან მხოლოდ 19 მოიგო. გასულ სეზონში სერბი მწვრთნელი ასისტენტად ბრუკლინ ნეტსში მუშაობდა, მანამდე კი ასევე მწვრთნელის თანაშემწე იყო დალასში.
შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3-ჯერ ათამაშა.
სერბმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ევრობასკეტი 2017-ზე მიაღწია, სადაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა.
2019-21 წლებში მას სერბეთის ნაკრებიც ჩააბარეს, თუმცა, განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია. მათ შორის, სერბეთმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში, შინ, საქართველოსთანაც წააგო – 90:94.
კომენტარები