- ჰენრის სეხუდოს აგვისტოში ბრძოლის გამართვა მერაბ დვალიშვილთან სურს
- ქართველი მებრძოლი ამერიკელთან ჩხუბზე თანახმაა, ოღონდ, ცოტა მოგვიანებით
- 'რკინის ხელით დავბრუნდები' - მერაბ დვალიშვილმა ოპერაცია გაიკეთა
- 'დანა, თეფშზე დვალიშვილის თავი მინდა' - სეხუდომ მერაბი გამოიწვია
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი (16-4 ММА, 9-2 UFC) ბრძოლის ჩატარებაზე ჰენრი სეხუდოს (16-3 ММА, 10-3 UFC) გამოწვევას იღებს, მაგრამ აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებს.
ტურნირში UFC 288 სუპერსმუბუქი წონის ჩემპიონთან, ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხების შემდეგ, სეხუდომ სტერლინგის მეგობარ დვალიშვილთან ბრძოლის ჩატარების სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, "ალჯო" ტიტულის დაცვას შონ ო’მალისთან 19 აგვისტოს, ტურნირში UFC 292 შეეცდება, სადაც სეხუდოს შეხვედრა 32 წლის ქართველ მებრძოლთან სურს. მაგრამ ვინაიდან მერაბმა ახლახან ხელზე ოპერაცია გაიკეთა, წლის ბოლო კვარტლამდე მწყობრში ჩადგომას ვერ მოახერხებს.

"ტრავმა ჩემი ბოლო ბრძოლის წინ მივიღე, - უთხრა დვალიშვილმა The Schmo-ს. - დარბაზში ვიღაცას დავარტყი და რამდენიმე ძვალი გავიტეხე. ტრავმა მქონდა, მაგრამ პიოტრ იანთან მაინც ვიჩხუბე. ოპერაცია დამჭირდა, რომელიც ერთი კვირის წინ გავიკეთე. ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. ვარჯიშს ექვსი კვირის შემდეგ განვაახლებ, დარტყმის განხორციელებას კი სამი თვის შემდეგ თუ შევძლებ. ფორმის აღდგენა დამჭირდება, რათა სეხუდოსთვის მზად ვიყო. არ მგონია, აგვისტოსთვის მომზადება მოვახერხო. სხვა დროისთვის გადავდოთ. მჯერა, წლის ბოლოსკენ მზად ვიქნები. ჯერ სირბილს დავიწყებ, ხელი რომ მორჩება, ცურვასაც შევძლებ და ა.შ.".
რუს პიოტრ იანთან მოგებულ ორთაბრძოლაში მერაბმა 39 თეიქდაუნი შეასრულა, რაც ოქტაგონზე ბრძოლისთვის რეკორდულია. ჰენრი სეხუდო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულია, თუმცა დვალიშვილს ეს არ აშფოთებს და საკუთარ თავში დარწმუნებულია.

"მე მებრძოლი ვარ, - ამბობს დვალიშვილი. - ვიცი, რომ ის ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ MMA-ზე. ჩხუბი ნებისმიერ სტილში შემიძლია და თუკი ჭიდაობა სურს, არც ეს არის პრობლემა. ყველამ იცის, რომ MMA-ს კვალობაზე საკმაოდ კარგად ვჭიდაობ. რა თქმა უნდა, ოლიმპიური წესებით ჭიდაობაში, მაჯობებს, მაგრამ ეს შერეული ორთაბრძოლებია", - დასძენს მერაბი.
კომენტარები