- 'ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს გიორგი მეგობრის დასაცავად'
- 'იმ მომენტში სხვა განზრახვა არ მქონია' - მამარდაშვილმა ვინისიუსს მიმართა
- 'პირველი მამარდაშვილმა შეუტია' - ანჩელოტი ვინისიუსის ეპიზოდზე
საქართველოს ნაკრების და იტალიური ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ვალენსიასა და რეალის მატჩში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი და მადრიდელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ვინისიუსი მონაწილეობდა.
“მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინისიუს, შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს”, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსიასა და რეალის დაპირისპირება სკანდალური გამოდგა. თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან ვალენსიელი ქომაგები ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მატჩის გაგრძელების შემდეგ, ერთმანეთში უკვე ფეხბურთელები წაკამათდნენ და ინციდენტში მამარდაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ვინისიუსს მივარდა და მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა. ყველაფერი ბრაზილიელი ვარსკვლავის გაძევებით დასრულდა, რომელმაც შეხლა-შემოხლისას უგო დუროს სახეში ხელი ჩაარტყა.
მომხდარის შემდეგ, რეალის ზოგიერთმა ქომაგმა რასისტულ შეურაცხყოფაში მამარდაშვილიც დაადანაშაულა, თუმცა, ცხადია, რომ ამას საფუძველი არ ჰქონია. ქართველმა მეკარემ მალევე გაავრცელა სოციალურ ქსელში მიმართვა “არა რასიზმს”, დღეს კი დამატებითი განმარტებაც მოაყოლა.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ რეალთან ხსენებული მატჩი სწორედ მამარდაშვილის დიდი დახმარებით მოიგო (1:0), ლა ლიგაში 40 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.
კომენტარები