Thumbnail

მაგიდის ფეხბურთი საკმაოდ პოპულარული გასართობი თამაშია - მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც თითქმის ყველა ოფისში შეხვდებით. 

2023 წლის თებერვალში ბექა მეფარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში მაგიდის ფეხბურთის ასოციაცია დააფუძნა, მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევაა. მათი პირველი ჩემპიონატი Sport Fest Georgia 2023-ზე "ევროპოპთან" ერთად ჩატარდა და მაყურებლების საკმაოდ დიდი ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის პარტნიორია კომპანია "ევროპაბეთი", რომელიც საინტერსო წამოწყებას დაარსების დღიდან მხარს უჭერს. 

მაგიდის ფეხბურთის მიმართ მეტი ინფორმაციის მისაღებად ბექა მეფარიშვილს დავუკავშირდით, რომელიც ასოციაციის დაარსებაზე, ამ სპორტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

მაგიდის ფეხბურთის ასოციაციამ პირველი ტურნირი ჩაატარა

ბექა მეფარიშვილი (მაგიდის ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი): "ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა საკმაოდ აზარტულ თამაშს მრავალი წლის განმვალობაში, ვიწრო წრეში ვთამაშობდით. მაგიდის ფეხბურთს ევროპის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში მთავარი სირთულე ამ თამაშზე ჩვენსავით შეყვარებული ადამიანების პოვნა იყო. ამ სპორტის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. 

...ასოციაციის შესახებ: 2023 წლის თებერვალში საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაცია დავაფუძნეთ, რომელიც ამ სპორტით აქტიურად დაინტერესებული ადამიანების გაერთიანებას ისახავს მიზნად. მაგიდის ფეხბურთი საკმაოდ დემოკრატიული სპორტია. არ საჭიროებს რაიმე განსაკუთებულ ფიზიკურ მონაცემებს ან ძვირფას ატრიბუტიკას. მისი თამაში ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეუძლია. ერთადერთი, რაც საჭიროა, მაგიდაა. პროფესიონალური ტურნირის მაგიდებთან წვდომა კი მოთამაშეებს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ჩემპიონატზე ექნებათ. უახლოეს მომავალში იგეგმება სხვადასხვა ზომის, სამოყვარულო და პროფესონალური ტურნირების ჩატარება, რომლებიც სულ მალე დაანონსდება. 

...პირველ ჩემპიონატზე: პირველი ასეთი ტურნირი Sport Fest Georgia 2023-ზე ჩატარდა. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო. მონაწილეობა 32-მა გუნდმა მიიღო. გამარჯვებულ წყვილს ასოციაციის სპონსორმა "ევროპოპმა" ორი PlayStation 5 გადასცა. 

Sport Fest-ზე ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა

..."ევროპაბეთთან" თანამშრომლობაზე: "ევროპაბეთი" დაარსების დღიდან გვერდით გვიდგას. მსგავს პარტნიორობაში მნიშვნელოვანია საერთო მიზნის პოვნა. ამ შემთხვევაში გვინდა ადამიანები მაგიდის ფეხბურთის ირგვლივ გავაერთიანოთ და საქართველოში ახალი სპორტული აქტივობა შევქმნათ, რომელზეც წვდომა ყველას ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები