- ქართველი ლეგიონერები WhoScored-ის რეიტინგებში
- რევანში ინტერთან! ნაპოლიმ ამ სეზონში ყველას მოუგო
- მამარდაშვილის სუპერსეივები და გმირობა - ვალენსიამ რეალს მოუგო
- ლოჩოშვილის საგოლე გადაცემა - კრემონეზე ბოლონიასთან განადგურდა
ევროპაში საფეხბურთო სეზონი სრულდება, რომელიც გამორჩეული იყო ქართული ფეხბურთისთვის - TOP 5 ლიგებში ერთბაშად სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თანაც, როგორ! ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ტოპმოვლენა გახდა, გიორგი მამარდაშვილმა ლამის მარტომ შეძლო ვალენსიას დატოვება ლა ლიგაში, ამ ტურში კი რეალთან საოცარი მატჩი ჰყავდა - ყველა ქართველ გოლკიპერზე ლაპარაკობდა; ლუკა ლოჩოშვილის საგოლე პასმა კი, სამწუხაროდ, ლეჩეს ვეღარ უშველა, ეს კლუბი ოფიციალურად ემშვიდობება სერია A-ს...

პირველი კვარაცხელია, მეორე ოსიმენი
სერია A-ს 36-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ ინტერს 3:1 მოუგო და ბრწყინვალე მიღწევა ჩაიწერა - ამ სეზონში 19-ვე მეტოქეს მოუგო. მართალია, ხვიჩას მშრალი სერიზ მე-12-მდე გაგრძელდა, მაგრამ ქართველმა გარემარბმა კარგად ითამაშა. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ბურთს 92-ჯერ შეეხო, ორჯერ ზუსტად დაარტყა კარში, 2 მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, 6 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, მისი პასების 92.5% ზუსტი იყო, დავუმატოთ ამას თითო ზუსტი ჩაწოდება და მოგებული ორთაბრძოლა. WhoScored-მა ხვიჩას თამაში 7.75 ქულით შეაფასა, რაც მესამე შედეგია ნაპოლიში (დი ლორენცოს და ზამბო ანგისას შემდეგ). ვიკტორ ოსიმენმა 6.61 მიიღო და ვინაიდან, ჩემპიონატის მიმდინარე რეიტინგში ნიგერიელი ქართველს მხოლოდ მეასედი ქულით უსწრებდა, ლიდერი შეიცვალა, ახლა წინ ისევ კვარაცხელიაა, რომელსაც ამ თამაშში, როგორც მერე აღმოჩნდა, ერთი საგოლე პასი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს.

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ბოლონიასთან შინ 1:5 განადგურდა, ქართველი მცველი შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი (მე-2 სეზონში) ჩაიწერა. მან ძალიან ცოტა ითამაშა იმისთვის, რომ მაღალი შეფასება მიეღო - 6.30.
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.45 (+0.01)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.42 (-0.03)
3. მატია ძაკანი (ლაციო) – 7.21 (+0.01)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.19 (-0.01)
5. პაულო დიბალა (რომა) – 7.19 (0)
ხუთეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, კვარამ ოსიმენს გადაუსწრო და სიას სათავეში მოექცა. ხუთეულს მიუახლოვდა რაფაელ ლეაო, პორტუგალიელს შესანიშნავი ტური ჰქონდა და ახლა უკვე მე-6 პოზიციაზეა - 7.16. შემდეგ მოდიან: 7. ლაუტარო მარტინესი (ინტერი. 7.15); 8. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. 7.13); 9 დომენიკო ბერარდი (სასუოლო. 7.12); 10. არმან ლორიენტე (სასუოლო. 7.11).
სამი ადგილით წინ
TOP 5 ლიგების ფეხბურთელთა რეიტინგში, ხვიჩამ წინ წაიწია - მე-15 პოზიციიდან მე-12-ზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ქულა მხოლოდ მეასედით მოემატა. ხვიჩას ორი ტური აქვს ათეულში დასაბრუნებლად (ყველაზე მაღლა, მე-5 პოზიციაზე იყო).
TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.31 (-0.02)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.86 (+0.02)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 7.64 (+0.03)
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.62 (-0.05)
6. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (0)
7. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.57 (-0.05)
8. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.56 (-0.04)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.50 (-0.02)
10. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.48 (-0.02)
...12. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.45 (+0.01)
...891. ლუკა ლოჩოშვილი (კრემონზე) – 6.57
...917. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 6.56
ანტუან გრიზმანის წინსვლა თვალშისაცემია, ფრანგი უკვე მე-4 პოზიციაზეა პარი სენ-ჟერმენის საოცარი ტრიდენტის შემდეგ, ასევე პროგრესირებს ცხრილში ჯუდ ბელინგემი.
ხვიჩას წინ, მე-11 პოზიციაზე ჰარი კეინია (ტოტენჰემი. 7.47), ხოლო ათეულის ბოლო წევრ კიმიხთან ქართველს სამი მეასედი ქულა აშორებს. შემდეგ მოდიან: 13. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი. 7.45); 14. დანგო უატარა (ლორიანი. 7.44); 15. ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი. 7.44). ოსიმენი ამჟამად მე-18 პოზიციაზეა.

რეალთან 1:0-ის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი WhoScored-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა. მას ხუთი "სეივი" და მშრალი მატჩი 7.69 ქულად დაუფასდა.
მამარდაშვილს ლა ლიგაში საშუალოდ 6.56 ქულა აქვს, ხოლო ლუკა ლოჩოშვილს იტალიის ჩემპიონატში - 6.57.

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]
1. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (0)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.56 (-0.04)
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.45 (+0.01)
4. დანგო უატარა (ლორიანი) – 7.44 (0)
5. ბუკაიო საკა (არსენალი) – 7.36 (-0.01)
ვინისიუსს ცუდი ტური ჰქონდა ყველას მოეხსენება, ამიტომაც აქ ხუთეულში საკა მის ნაცვლად შევიდა, პირველ ადგილზე კი უკვე ბელინგემია და არა ჰაალანდი.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 11
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 6
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 6.
ბრედლი ბარკოლა ➡ ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) – 6
ბუკაიო საკა ➡ გაბრიელ მარტინელი (არსენალი) – 5
დეიან კულუშევსკი ➡ ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 5
მუსა დიაბი ➡ ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) – 5
რემი კაბელია ➡ ჯონათან დევიდი (ლილი) – 5
მაიკლ ოლისე ➡ ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი) - 5
კომენტარები