Thumbnail

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა კომიტეტმა ვალენსიასა და რეალის დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც მსაჯმა გააძევა, არ დაისჯება. 

ბრაზილიელ ფეხბურთელს მიღებული წითელი ბარათი გაუუქმდა და ის არც ფინანსურად დაისჯება. ამავე დროს, კომიტეტის გადაწყვეტილებით 5 თამაშით დაიხურა "მესტალიას" სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა - მარიო კემპესის სახელობით, საიდანაც ვინისიუსს "ღამურების" 3-მა ფანმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. კომიტეტმა ინციდენტში მონაწილე უგო დუროსთვის რაიმე დამატებითი დამსჯელი გადაწყვეტილება არ მიიღო (მსაჯმა ის მხოლოდ გააფრთხილა).

ბრაზილიელს არც ამ პროვოკაციული ჟესტისთვის დასჯიან

შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესის გოლით და გიორგი მამარდაშვილის ძალიან მაგარი "სეივების" წყალობით ვალენსიამ რეალი 1:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ვინისიუს ჟუნიორს ვალენსიას ფეხბურთელებთან (მუსა, მამარდაშვილი, დურო) კონფლიქტი მოუვიდა, მას ასევე რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს ტრიბუნიდან. 

ამ ფაქტმა მსოფლიო ფეხბურთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინისიუსი ბევრმა ფეხბურთელმა დაიცვა, თავად ბრაზილიელმა კი ესპანეთს რასისტული ქვეყანა უწოდა და ლა ლიგა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა. 

კომენტარები

ბოლო ამბები