Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნს ახალი თავდამსხმელი და ნახევარმცველი სჭირდება
  • SPORT BILD-ის ინფორმაციით, ორი ფავორიტი გამოიკვეთა

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მომავალი სეზონისთვის ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყეს.

SPORT BILD-ის და გერმანული Sky-ს ინფორმაციით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე რეკორდმაისტერი ამ დროისთვის სამ კანდიდატს განიხილავს - ჰარი კეინს (ტოტენჰემი), რანდალ კოლო მუანის (აინტრახტი) და ხულიან ალვარესს (მანჩესტერ სიტი). ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ახალი ფავორიტი 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელია, რომელიც სიტის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

ალვარესი სიტიში ჰაალანდის ჩრდილშია

რაც შეეხება ნახევარდაცვას: SPORT BILD დღევანდელ ნომერში წერს, რომ ბაიერნს იუვენტუსის 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო აინტერესებს.

ალვარესი მანჩესტერ სიტიში ერლინგ ჰაალანდის ჩრდილშია. არგენტინელმა ამ სეზონში 47 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა, თუმცა 4230 შესაძლო წუთიდან მოედანზე მხოლოდ 2400 წუთი გაატარა. არგენტინელის კონტრაქტს ვადა 2028 წლამდე აქვს, მისი ფასი კი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

რაბიოს იუვესთან კონტრაქტი უმთავრდება

რაბიოს გადაბირებით ბაიერნი 2019 წელსაც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ ფრანგი პარი სენ-ჟერმენიდან იუვენტუსში გადავიდა. რაბიოს ამ ზაფხულს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. გარდა ამისა, ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ ბაიერნი მატეო კოვაჩიჩის (ჩელსი) და დეკლან რაისის (ვესტ ჰემი) კანდიდატურებსაც განიხილავს. ამასთან, ფაქტობრივად გადაწყვეტილია კონრად ლაიმერის ტრანსფერი, რომელიც ლაიპციგიდან ბაიერნში უფასოდ გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები