- მაგიდის დერბის ფინალური ოთხეული ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
- ნახევარფინალები ივნისში, ფინალი კი ივლისში დაიგეგმა
"ევროპოპის" YouTube არხზე რუბრიკა "მაგიდის დერბი" შემოდგომაზე დავიწყეთ და პირველივე ეპიზოდმა დაგვარწმუნა, რომ ეს ძალიან პოპულარული გადაცემა-თამაში იქნებოდა. პირველი გიორგი კალატოზის და ტატო ბაციკაძის დერბი იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიგო. მერე გიორგი ბაქრაძე და გიორგი მოსიძე დავუპირისპირეთ ერთმანეთს და ა.შ.
ეს ჩანაფიქრი თავიდანვე გვქონდა, ახლა კი საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სეზონის გამარჯვებული, ჩემპიონი გამოვავლინოთ!
მოკლედ: მაგიდის დერბის ოთხ გამარჯვებულს შორის ფინალური ტურნირი გაიმართება. ორი ნახევარფინალისა და ფინალური დაპირისპირების შემდეგ სეზონის ჩემპიონი გამოვლინდება, რომელსაც გადაეცემა პრიზი - ორკაციანი საგზური საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრები ბილეთებით.
ფინალური ეტაპის მონაწილეები ტატო ბაციკაძე, გიორგი ბაქრაძე, დავით მინაშვილი და გიორგი ჯანელიძე იქნებიან, რომლებიც მხოლოდ იმ ნიშნით შეირჩნენ, რომ მათი თამაშის თემა და შინაარსი მხოლოდ ფეხბურთი იყო.
წილისყრაც ჩატარებულია და კალენდარიც შედგენილია: Facebook-ისა და YouTube-ის live რეჟიმში ნახევარფინალის წყვილები გამოვავლინეთ, თამაშების განრიგი კი ასეთია:
1/2 ფინალი
18 ივნისი: გიორგი ჯანელიძე VS დათო მინაშვილი
28 ივნისი: ტატო ბაციკაძე VS გიორგი ბაქრაძე
ფინალი 16 ივლისს გაიმართება.
კომენტარები