Thumbnail
  • ბეჟანიშვილის გუნდი პირველ შეხვედრას 27 მაისს გამართავს
  • ქართველმა კალათბურთელი პირველი ვარჯიშები გამართა

კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგა (CEBL) იწყება. გიორგის ბეჟანიშვილის გუნდმა, ვანკუვერ ბანდიტსმა რეგულარული სეზონის დაწყებამდე პირველი ვარჯიშები გამართა.

ქართველი კალათბურთელის ახალ გუნდს დიდი ამბიციები აქვს. ვანკუვერი ტურნირის საჩემპიონო უიკენდს უმასპინძლებს, სადაც 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მათ ნახევარფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ.

ბეჟანიშვილმა ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა

კანადური გამოცემა TSN CEBL-ის დაწყებამდე გუნდების შემადგენლობებს დეტალურად განიხილავს და მათ შორის ვანკუვერ ბანდიტსზეც წერს.

"2023 წლის CEBL-ის საჩემპიონო უიკენდის მასპინძელს, ვანკუვერ ბანდიტსს დასავლეთ კონფერენციის ფინალში ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. ისინი გუნდში დაბრუნებული კალათბურთელებითა და ახალი სახეებით ტიტულის მოპოვებას გეგმავენ. შეინ გიბსონი, ალექს კემბელი და მალკოლმ დუვივიე გუნდს დაუბრუნდნენ, გიორგი ბეჟანიშვილი კი ვანკუვერში გუელფ ნაითჰოუსკში გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ მივიდა", - წერს TSN.

კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგა ოფიციალურად სტარტს 25 მაისს აიღებს, ბეჟანიშვილის ვანკუვერ ბანდიტსი კი პირველ შეხვედრას კვირას, 27 მაისს სტუმრად ვინიპეგ სი ბეარსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები