Thumbnail
  • ავსტრიული ტურნირი 25-27 მაისს ჩატარდება
  • მასში მონაწილეობას 4 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს

ავსტრიის ქალაქ ლინცში დაგეგმილი გრან პრის (25-27 მაისი) წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე მხოლოდ 4 ქართველი ძიუდოისტი გავა.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ეყოლება. დიმიტრი გოჩილაიძე პირველ რაუნდში ურუგვაელ ალან აპრაჰამიანს გაეჯიბრება, ხოლო ზაურ დვალაშვილის მოწინააღმდეგე ამერიკელი კელ ბერლინერი იქნება.

90 კგ-ში ბაქარ ერაშვილი მე-2 წრეშია დაშვებული და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვატს დაუპირისპირდება, ხოლო 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ძალებს გერმანელ კილიან კაპელმეიერთან მოსინჯავს.

ლინცის გრან პრიზე 72 ქვეყნის 455 ძიუდოისტი (272 კაცი, 183 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 25 მაისს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 26 მაისს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 27 მაისს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი TipsArena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები