Thumbnail
  • ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა კონტესა და გასპერინიზე ისაუბრა
  • ვენტურას აზრით, გასპერინის ტაქტიკაზე გადაწყობა რთული იქნება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და რამდენიმე რეალური კანდიდატიც გამოიკვეთა. ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ანტონიო კონტესა და ჯან პიერო გასპერინის "პარტენოპეიში" შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. ვენტურამ აღნიშნა, რომ კონტეს სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას როლი არ ექნებოდა.

"გასპერინის სამცველიანი ტაქტიკა პრობლემა იქნება. ის ნაპოლისგან განსხვავებული სტრატეგიით თამაშობს. ფეხბურთელები უნდა დაარწმუნონ ითამაშონ ისე, როგორც აქამდე არ უთამაშიათ. ეს პრობლემაა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით მარტივად მოგვარებადი. გასპერინის თამაში ყველასთვის შესაფერისი არ არის და ადაპტაცია ერთი მოთამაშისთვის უფრო მარტივია, ვიდრე მთლიანად გუნდისთვის.

რაც შეეხება კონტეს, მას განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რასთან გამკლავებაც მარტივი არ არის, მაგრამ ნაპოლიში მისი დანიშვნა პრობლემა არ უნდა იყოს. ის 3-5-2 სისტემით თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში კვარაცხელიას როლი არ ექნებოდა", - აღნიშნა ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის სერია A-ში ბოლო მატჩი 4 ივნისს სამპდორიასთან აქვს და იწერება, რომ სპალეტი დაკავებულ თანამდებობას სწორედ ამ თამაშის მერე დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები