- საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს კარიერის სლოვაკეთში გაგრძელება სურს
- სლოვანი 23 წლის ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ბელგიურ გენტს ესაუბრება
- 'ბრძოლა ნაკლთან' - ბელგიური მედია ჩაკვეტაძის გენტში დაბრუნებაზე
- 'იცის, რომ გენტში არ უნდა დაბრუნდეს' - ვაისმა ჩაკვეტაძის მომავალზე ისაუბრა
გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია, თუმცა არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტი ბელგიურ გენტს ეკუთვნის, კარიერა ისევ სლოვაკეთში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ 2022/23 წლების სეზონი იჯარით ბრატისლავის სლოვანში გაატარა, სადაც გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასთან ერთად გამოდიოდა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ჩაკვეტაძის იჯარა სეზონთან ერთად დასრულდა და წესით, ფეხბურთელი გენტს უნდა დაუბრუნდეს, რომელთანაც ხელშეკრულება კიდევ 3 წლით აკავშირებს, თუმცა, საეჭვოა, ბელგიურ კლუბში მასზე იმედს კიდევ ამყარებდნენ.

როგორც ირკვევა, სლოვანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებით დაინტერესებულია. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა ადგილობრივ მედიასთან ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
"ჯერ კიდევ ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოგებამდე სლოვანმა მომავალი, 2023/24 წლების სეზონისთვის შემადგენლობის ფორმირება დაიწყო. კმოტრიკი და მისი ჯგუფი გუნდის ამჟამინდელ წევრებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებასა და ტრანსფერებზე მუშაობენ. ამ დროისთვის გიორგი ჩაკვეტაძე საკვანძო ფიგურაა მოლაპარაკებებში. ქართველს სლოვანში დარჩენა სურს და კლუბიც დაინტერესებულია მისი შენარჩუნებით, მაგრამ პრობლემა 10-მილიონიანი გამოსასყიდი თანხაა, რომლის დაკლებასაც სლოვანი გენტისგან ერთლიანი იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ცდილობს", - წერს სლოვაკური Pravda და კლუბის გენდირექტორის სიტყვებსაც აქვეყნებს.

"ჩაკვესთან დაკავშირებით საკითხი ღიაა. მოლაპარაკებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმართავდით და გამოჩნდება, საბოლოოდ რა როგორ დასრულდება. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ძალიან რთული იქნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ის ჩვენთან დარჩეს", - ამბობს კმოტრიკი-უმცროსი.
გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავის სლოვანის ღირსება, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ყველა ტურნირის 47 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 9 საგოლე პასი. ცნობილია, რომ კაშიამ და კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონებთან ხელშეკრულებები ერთი წლით უკვე გაახანგრძლივეს და თუკი გიორგი საკითხიც დადებითად გადაწყდება, სამეული მომავალ სეზონშიც ერთად ითამაშებს.

მანამდე დაიწერა, რომ ჩაკვეტაძის დამატებით ინტერესდებიან ავსტრიული რაპიდი და შოტლანდიური აბერდინიც.
კომენტარები