- ბარსელონეტა 13:6 დინამო თბილისი
- საქართველოს ჩემპიონი ლიგაზე 2023/24 წლების სეზონშიც ითამაშებს
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში უკანასკნელი, მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი ესპანეთში ბარსელონეტას ესტუმრა და 6:13 დამარცხდა.
ანგარიში მე-6 წუთზე გიორგი მაგრაქველიძემ გახსნა, თუმცა ლარუმბემ ანგარიში გაათანაბრა და მეოთხედიც 1:1 მორჩა. დანარჩენ მეოთხედებში კი ესპანური გრანდის უპირატესობა გამოკვეთილი იყო - 13:6. დინამოს 6 გოლიდან ორი სტეფან პიეშივაცმა გაიტანა, თითო კი მაგრაქველიძის, საბა ტყეშელაშვილის, ბესარიონ ახვლედიანის და ხვიჩა ჯახააიას ანგარიშზეა.
დინამო თბილისმა 14 თამაშიდან 2 მოიგო და 12 წააგო და 8-გუნდიან ჯგუფში გერმანულ ჰანოვერს აჯობა. შემდეგ ეტაპზე ბრძოლას ბარსელონეტა (13 მოგება), პრო რეკო (12), ოლიმპიაკოსი (10) და იადრანი (5) აგრძელებენ. ამით დინამომ ეს სეზონი დაასრულა.
სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში დინამო თბილისი ავტომატურად მიიღებს "უაილდ ქარდს". LEN-ის ახალი წესის მიხედვით, 2023/24 წლების სეზონში 12 გუნდს პირდაპირ დაუშვებენ ჯგუფურ ეტაპზე - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს და 11 მოწინავე ქვეყნის (რეიტინგით) წარმომადგენელს. ამ ეტაპზე საქართველო რეიტინგით მე-12 ადგილზეა, მაგრამ მე-9 ადგილზე მყოფ რუსეთს უდიდესი ალბათობით, არც მომავალ სეზონში დაუშვებენ ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლო საგზურს ისევ საქართველოს ჩემპიონი მიიღებს.
კომენტარები