Thumbnail
  • ფიორენტინა 1:2 ინტერი
  • მილანის ინტერმა იტალიის თასი მეცხრედ მოიგო

"ოლიმპიკოზე" იტალიის თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მილანის ინტერმა "ქამბექი" შემოგვთავაზა და იტალიის თასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და სამივე მსოფლიოს ჩემპიონთა ანგარიშზეა - ნიკოლას გონსალესს ლაუტარო მარტინესმა დუბლით უპასუხა. 

საინტერესო ფაქტები

🟠 მილანის ინტერმა იტალიის თასი მეცხრედ მოიგო და ტიტულებით რომას გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ იუვენტუსია, რომელმაც ქვეყნის თასი 14-ჯერ მოიპოვა. 

🟠 სიმონე ინძაგიმ ინტერის თავკაცის პოსტზე მე-4 ტიტული მოიგო (ორი თასი, ორი სუპერთასი). მწვრთნელის რანგში ინძაგიმ თასი 2019 (ლაციო), 2022 და 2023 (ინტერი) წლებში მოიგო. 

🟠 ლაუტარო მარტინესის პირველი გოლი მისთვის მე-100 იყო ინტერის მაისურით (ამ სეზონში მას უკვე 27 გოლი აქვს - საუკეთესო მაჩვენებელი). 

🟠 ამ თამაშამდე ფიორენტინა და ინტერი ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ იტალიის თასზე, გუნდებმა 5-5 მატჩი მოიგეს. 

🟠 ნიკოლას გონსალესმა იტალიის თასის ფინალში მე-3 ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 2:30 წუთზე. 

ფიორენტინა 1:2 ინტერი

გოლები: 1:0 ნიკოლას გონსალესი (3. იკონეს პასით), 1:1 ლაუტარო მარტინესი (29. ბროზოვიჩის პასით), 1:2 ლაუტარო მარტინესი (37. ბარელას პასით)

ფიორენტინა (4-2-3-1): ტერაჩანო - დოდო (82. ტერზიჩი), ლუკას მარტინესი (70. რანიერი), მილენკოვიჩი, ბირაგი - ამრაბატი (70. იოვიჩი), ბონავენტურა - იკონე (60. სოტილი), კასტროვილი (60. მანდრაგორა), ნიკოლას გონსალესი - კაბრალი

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - დარმიანი, აჩერბი, ბასტონი (58. დე ვრეი) - დუმფრისი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ (82. გალიარდინი), დიმარკო (68. გოზენსი) - ლაუტარო მარტინესი (83. კორეა), ჯეკო (58. ლუკაკუ).

კომენტარები

ბოლო ამბები