- თსუ 85:80 რუსთავი
- თსუ ფინალურ სერიაში ისევ დაწინაურდა
სუპერლიგის ფინალური სერიის მესმე მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რუსთავს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 5 ქულით მოიგო - 85:80. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულა და მესამე მეოთხედ მეტოქეს საერთოდ 12 ქულით მოუგო.
თსუ ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულას იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლო მეოთხედი 13 ქულით წააგეს და ქომაგიც ანერვიულეს. აღსანიშნავია, რომ თსუ-ის უპირატესობა 22 ქულასაც აღწევდა, თუმცა რუსთავმა ერთ მომენტში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა (81:78).
რევაზ როგავა სტუმრებს 20 ქულით, 2 მოხსნითა და 5 პასით დაეხმარა. ბექა ბექაურმა 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ლევან ბაბილოძე და ანზორ ნადირაძე რუსთავს 14-14 ქულით დაეხმარნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც სტუმართა ლეგიონერებმა სათანადოდ ვერ ითამაშეს.
სერიის მეოთხე შეხვედრა თბილისში 25 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილის მფლობელი გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა. კავკასიამ მეგას 98:83 მოუგო.
კომენტარები