Thumbnail
  • შვეიცარიელი მეკარე მიუნხენურ კლუბს ზაფხულში დატოვებს
  • Kicker-ის ცნობით, იან ზომერით 4 კლუბია დაინტერესებული

მიუნხენის ბაიერნში გატარებული 6 თვის შემდეგ "რეკორდმაისტერი" ზაფხულში შვეიცარიელი მეკარის, იან ზომერის გაშვებას გეგმავს. როგორც kicker იუწყება, 34 წლის კიპერის გუნდიდან წასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია. ამის მთავარი მიზეზი მომავალში მიუნხენურ კლუბში ზომერის სათამაშო დროა, რადგან როგორც იწერება, გუნდის მთავარი მეკარე მანუელ ნოიერი მძიმე ტრავმიდან ბრუნდება.

გერმანელი მეკარის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და როგორც ვარაუდობენ, ის მომდევნო სეზონის დაწყებამდე თავის გუნდს დაუბრუნდება. რაც შეეხება ზომერს, მას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს და ამისთვის მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

წყაროს ცნობით, ზომერის დამატებით 4 გუნდია დაინტერესებული და მათ შორის გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაცაა. "ღამურები" ზაფხულში ქართველი მეკარის გაშვებას ფინანსური კრიზისის გამო გეგმავენ, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა. ვალენსიის გარდა, ზომერის დამატება ლესტერს, მონაკოსა და ვილიარეალს სურთ.

ზომერით 4 გუნდია დაინტერესებული

შვეიცარიელ მეკარეს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ ნოიერი დაბრუნდება, ზომერი გუნდიდან წავა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა შემოდგომაზე ფეხი მოიტეხა, მას შემდეგ გერმანელ მეკარეს არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები