Thumbnail

სანაძის აღიარება კვიპროსში - დუდა Eurobasket-ის სამ ნომინაციაში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ახალბედად აღიარეს
  • მან ანორთოსისი უკვე დატოცა და ახალი კლუბის ძიებაშია

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com საქართველოს ნაკრების წევრი დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ახალბედად აღიარა და კიდევ ორ ნომინაციაშიც დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის სანაძე გასულ სეზონში ფამაგუსტას ანორთოსისის ღირსებას იცავდა და კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში ასეთი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 34.3 წუთი, 19.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 4.0 პასი, 1.5 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 17.3.

ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ლარნაკას აეკ-თან წააგო და ამავე გუნდთან დამარცხდა თასის ფინალშიც. Eurobasket.com-მა სანაძე სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა და ამას გარდა, საუკეთესო შემტევ ხუთეულშიც დაასახელა.

დუდას ანორთოსისთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მისი ახალი კლუბის ვინაობა კი სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები