- მიუნხენის ბაიერნი ზედიზედ 10-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი
- შაბათს, ეს 10-წლიანი ჰეგემონია, დიდი ალბათობით, დაემხობა
- უნდა გაგახსენოთ, რა ხდებოდა ფეხბურთში 2012 წელს
წინა 10 სეზონში (!) მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა.
ამ შაბათს დორტმუნდის ბორუსიას რეკორდმაისტერის 10-წლიანი ჰეგემონიის დამხობის შესანიშნავი შანსი აქვს. BVB ბაიერნს ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს და თუ საკუთარ მოედანზე მაინცს დაამარცხებს, ჩემპიონობას იზეიმებს. პარალელურად, ბაიერნი კიოლნს სტუმრობს.
მიუნხენური გრანდი ბოლოს ჩემპიონი 2012 წელს ვერ გახდა და არ გაინტერესებთ, რა ხდებოდა მაშინ მსოფლიო ფეხბურთში? გაგახსენებთ!
საინტერესო ფაქტები 2012 წლიდან
✅ | გერმანიის თასი შალკემ მოიგო და ბუნდესლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.
✅ | საფრანგეთის ჩემპიონი მონპელიე გახდა, პარი სენ-ჟერმენმა კი მეორე ადგილი დაიკავა. ეს იყო პსჟ-ს პირველი სეზონი კატარელი მფლობელების ხელში. იმ დროისთვის პარიზული კლუბი 18 წელი ვერ ხდებოდა ჩემპიონი.
✅ | კაიზერსლაუტერნი პირველი ბუნდესლიგიდან გავარდა და მას შემდეგ ელიტაში აღარ დაბრუნებულა.
✅ | ევროპალიგის ნახევარფინალში სამი ესპანური კლუბი იმყოფებოდა - მათ შორის, რა თქმა უნდა, სევილიაც. თუმცა ფინალში ერთმანეთს მადრიდის ატლეტიკო და ბილბაოს ატლეტიკი შეხვდნენ. თასი ატლეტიკომ მოიგო, რომლის მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონე იმ სეზონში, დეკემბერში დაინიშნა.

✅ | ფრანკფურტის აინტრახტმა 21 წლის ნიჭიერი მეკარე კევინ ტრაპი გადაიბირა.
✅ | მანჩესტერ სიტი 1968 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი. მეორე ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედი გავიდა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ლივერპულმა, რომელსაც კენი დალგლიში წვრთნიდა, მე-7 ადგილი დაიკავა. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი არსენალის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გახდა და მერე მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.
✅ | ლაიპციგი ჯერ კიდევ სამოყვარულო გუნდი იყო და გერმანიის თასის პირველ წრეში შინ ეთამაშა ვოლფსბურგს, რომელსაც სენსაციურად, 3:2 მოუგო. ვოლფსბურგიდან ერთი ბურთი ჰასან სალიჯამიჯიჩმა გაიტანა, რომელიც დღეს ბაიერნის სპორტული დირექტორია.
✅ | ბაიერნმა ბუნდესლიგის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა: ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ბილბაოდან ხავი მარტინესი 40 მილიონ ევროდ შეიძინა.
✅ | პეპ გვარდიოლამ ბარსელონა დატოვა და 1 წელი დასვენება გადაწყვიტა.
✅ | ნიქოზიის აპოელ-მა ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია (ლიონი გააგდო) და იქ რეალთან განადგურდა (0:3, 2:5)
✅ | მონპელიეს თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ლონდონის არსენალში გადავიდა და არა მიუნხენის ბაიერნში.

✅ | რეალმა ტოტენჯემიდან ლუკა მოდრიჩი 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
✅ | შტუტგარტის მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ფეხბურთელი მეორე გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანა - ანტონიო რიუდიგერზეა საუბარი.
✅ | გერმანიის ჩრდილოეთ რეგიონალლიგაში ლაიპციგმა პეტერ პაკულტის ხელმძღვანელობით მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხე ლიგაში დარჩა (ჰალეშერს და ჰოლშტაინ კილს ვერ აჯობა).
✅ | სერია A-ში აღზევებულმა ბერგამოს ატალანტამ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. რობინ გოზენსი სეზონის ბოლოს რედედან არნემის ვიტესში გადავიდა.
✅ | დორტმუნდის ბორუსიამ 17 მილიონ ევროდ მარკო როისი იყიდა.
✅ | ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი კლაას იან ჰუნტელაარი გახდა 29 გოლით და ყოფილ ბომბარდირ მარიო გომესს (ბაიერნი) აჯობა.
✅ | რეალ მადრიდი 100 ქულით ესპანეთის ჩემპიონი გახდა - მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ ბარსელონას ფორმით 50 გოლი გაიტანა (კრიშტიანო რონალდომ - 46).
✅ | ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ჩელსიმ ძმები, ედენ და თორგან აზარები, ასევე გერმანელი მარკო მარინი (ვერდერიდან) იყიდა.
კომენტარები