- საქმე აიაქსთან შეხვედრამდე მომხდარ მოვლენებს ეხება
- წყაროს ცნობით, 2 ციხეში, 4 კი შიდა პატიმრობაში იმყოფება
2022 წლის 11 ოქტომბერს, აიაქსისა და ნაპოლის შორის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მომხდარი მოვლენების გამო სამართალდამცავებმა ნაპოლის 6 ფანი დააკავეს.
როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, ნაპოლის ულტრასები აიაქსის ნიდერლანდელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. ამსტერდამული გუნდის ერთ-ერთი ფანი დაიჭრა, რის გამოც სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო.
დღეს დილით ნაპოლის 6 ულტრასი დააკავეს, რომელთაგან ორი ციხეში, 4 კი შიდა პატიმრობაში იმყოფება. მათ ბრალი ედებათ კრიმინალურ საქმიანობაში, იარაღის ტარებასა და თავდამსხმაში. როგორც გამოცემა წერს, 2 მათგანი დღეს დილით ჯენოას პოლიციამ სან ბენედეტო დელ ტრონტოში დააკავა. პარალელურად გამოძიება კიდევ 3 ფანზე მიმდინარეობს, რომელთაგან 2-იც ულტრასების ჯგუფის წევრია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი აიაქსს ორჯერ დაუპირისპირდა - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ამსტერდამელები ორივეჯერ დაამარცხა, ჯერ სტუმრად 6:1, შემდეგ კი სახლში 4:2.
კომენტარები