- კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის იუვენტუსს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
- სპორტულ დირექტორს ნაპოლისთან ჯერ კიდევ ხელშეკრულება აკავშირებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის 51 წლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის იუვენტუსს 5-წლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა. ჯუნტოლი კამპანიურ კლუბში 2015 წლიდან მუშაობდა. იტალიაში ჯუნტოლის კარგ მუშაობაში უთვლიან კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას, ვიკტორ ოსიმენისა და კიმ მინ-ჯაეს მიყვანას.

სწორედ ამ სამეულის დიდი დამსახურებაა, რომ ამ სეზონში ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო. იუვენტუსის ხელმძღვანელობას კლუბში ახალი ერის დაწყება დააანონსა, რომლის მნიშვნელოვანი მონაწილე ახალი სპორტული დირექტორი უნდა გახდეს.
La Gazzetta dello Sport წერს, რომ ჯუნტოლი სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა იუვენტუსს ხუთ-წლიან ხელშეკრულებაზე. იუვეს ახალი სპორტული დირექტორი წელიწადში €1.5 მილიონს მიიღებს. მართალია, შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ დირექტორი ჯერ ვერ გადავა ტურინში. ჯუნტოლის ნაპოლისთან ჯერ კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც ახლახან 74 წლის გახდა, თავისი სპორტული დირექტორის დაკარგვას კომპენსაციის გარეშე არ აპირებს.
კომენტარები