Thumbnail
  • ფატიჰ კარაგუმრუკი ანდრეა პირლოსთან განშორების შემდეგ მწვრთნელს ეძებს
  • თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის კლუბი ფილიპო ინძაგის იწვევს

თურქული მედიის ინფორმაციით, ფატიჰ კარაგუმრუკის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასული ანდრეა პირლო, შესაძლოა, სხვა იტალიელმა სპეციალისტმა - ფილიპო ინძაგიმ შეცვალოს.

ანდრე პირლომ ქალაქ სტამბოლის გუნდი, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი საბა ლობჟანიძე იჯარით იცავს, ახლახან დატოვა, კლუბმა კი უკვე მოახერხა ფილიპო ინძაგისთან შეთანხმება. 49 სპეციალისტი, რომელიც ამჟამად სერია B-ს რეჯინაში მუშაობს, მზადაა, დატოვოს იტალია და თურქეთის სუპერლიგაში გადაბარგდეს. 

როგორც ირკვევა, მანამდე მოლაპარაკება ჯენარო გატუზოსთანაც მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ თურქებმა არჩევანი მაინც ფილიპოზე შეაჩერეს. 

საბამ კარაგუმრუკის 7 მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა

იუვენტუსის, მილანისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. ფილიპო მანამდე მილანში, ვენეციაში, ბოლონიაში, ბენევენტოსა და ბრეშაში მუშაობდა, რეჯანა კი სერია B-ში მე-7 ადგილზე გაიყვანა და გუნდი სერია A-ში გადასასვლელ პლეი ოფში იბრძოლებს. 

ანდრეა პირლომ კარაგუმრუკი თურქეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დატოვა. 33 ტურის შემდეგ ფატიჰს 44 ქულა აქვს და ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები