Thumbnail

ვემბანიამა: ჩემი მიზანი ოლიმპიადის ფინალში აშშ-ს ნაკრების დამარცხებაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

NBA-ს მომავალი დრაფტის სავარაუდო პირველმა ნომერმა ვიქტორ ვემბანიამამ აღნიშნა, რომ მომავალ წელს მისი მთავარი მიზანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის მოგება იქნება.

"როგორც იცით, 2024 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს. მგონი, ყველაზე შესაფერისი მომენტია, რათა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიპოვო. ჩემი მიზანია, რომ ფინალში აშშ-ს ნაკრებს მოვუგოთ”, - განაცხადა ვემბანიამამ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფრანგი ცენტრი უკვე 2.26 მ. სიმაღლის გახლავთ და მომავალი სეზონიდან NBA-ს ყველაზე მაღალი კალათბურთელი გახდება. ასეთი მონაცემის მიუხედავად, ის თითქმის უნიკალური სტილით გამოირჩევა, რადგანაც ბურთს კარგად აკონტროლებს და პერიმეტრიდან სროლაც ეხერხება.

ამჟამად, ვემბანიამა ფრანგულ მეტროპოლიტანში ირიცხება და უკვე მოგებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონატი, ამას გარდა კი, ადგილობრივ "ყველა ვარსკვლავთა მატჩში" 2-ჯერ ითამაშა. მოსალოდნელია, რომ მომავალ დრაფტზე მას სან ანტონიო აიყვანს, რომელსაც ლატარეის დროს პირველი არჩევანის უფლება ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები