- ჰავადარი 1:3 პერსეპოლისი
- გიორგი გველესიანი გუნდი ირანის თასის ფინალში ესტეღლალს შეხვდება
გიორგი გველესიანის პერსეპოლისმა ირანის თასის ნახევარფინალში ჰავადარი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შეხვედრა 3:1 მოიგო.
გიორგიმ პერსეპოლისი მე-4 წუთზე დააწინაურა, ქართველმა მცველმა პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა თავი და სეზონში მეათე ბურთი გაიტანა. გველესიანს ირანის ჩემპიონატში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო თასზე 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

პერსეპოლისი მე-9 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, გუნდებმა მეორე ტაიმში თითო გოლი გაცვალეს და შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. გიორგი გველესიანის გუნდი ფინალში ესტეღლალს შეხვდება. ქართველ მცველს შანსი აქვს, რომ წელს დუბლი შეასრულოს. გველესიანი პერსეპოლისთან ერთად უკვე გახდა ირანის ჩემპიონი.
კომენტარები