- თსუ 77:106 რუსთავი
- ტრეი კროფტის ბრწყინვალე შოუ თსუ-სთან
- სუპერლიგის გამარჯვებულის ვინაობა რუსთავში გაირკვევა
სუპერლიგის ჩემპიონის ბედი რუსთავში გადაწყდება! რუსთავმა თსუ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში გაანადგურა და ტიტულის მოსაპოვებლად საკუთარ არენაზე იბრძოლებს. რუსთავი სერიას 1:2-ს აგებდა და ტრეი კროფტის ბრწყინვალე თამაშით სერიაში ანგარიში გაათანაბრა. რუსთავმა თსუ-ს 29 ქულით აჯობა - 106:77.
ამერიკელ ლეგიონერს სასწაული შეხვედრა ჰქონდა. კროტფმა 45 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ტრეიმ 12-დან 7 ორქულიანი, 10-დან 8 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. თსუ-ს ჰენსონმა ულიდერა, მის ანგარიშზე 30 ქულა იყო. რუსთავიდან ლუკა ბულაშვილსაც მაგარი მატჩი ჰქონდა. მან 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
ფინალური სერიის გადამწყვეტი შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. რუსთავი თსუ-ს საკუთარ არენაზე უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში სუპერლიგას ისტორიაში მეექვსედ მოიგებს, რითიც ვითასა და დინამო თბილისს გაუთანაბრდება.
კომენტარები