- მალიორკასა და ვალენსიას მატჩის წინ ფეხბურთელებმა ანტირასისტული ბანერი გაშალეს
- მუხტარ დიაქაბი პროტესტს არ შეუერთდა და ძველი ამბავი გაიხსენა
- გაბრიელ პაულისტამ ვალენსიას ფანები დაიცვა და ის რასისტულად შეურაცხყვეს
მალიორკასა და ვალენსიას მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა ბანერი გაშალეს და ქომაგებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. რეალის ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიასთან მატჩის მიწურულს მეტოქე ფეხბურთელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს.
მატჩის შემდეგ ვინისიუსმა დაწერა, რომ "მესტალიაზე" ვალენსიას ზოგიერთმა ფანმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ესპანეთი რასისტული ქვეყანაა. რასაც მისი მხარდამჭერი დიდი კამპანია მოყვა
ანტირასისტულ ბანერთან ვალენსიას ფეხბურთელი მუხტარ დიაქაბი არ დადგა. მან განაცხადა, რომ მასაც ზუსტად იგივე შეემთხვა და ის არავინ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ დიაქაბის რასისტული შეურაცხყოფა ხუან კალამ მიაყენა 2021 წელს. დიაქაბიმ მაშინ აღნიშნა, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გვერდით არავინ დაუდგა.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიასა და კადისის მატჩი დიაქაბისა და კალას ინციდენტის გამო შეწყდა. მატჩის მსაჯის დავიდ მედიე ხიმენესის პროტოკოლში ეწერა, რომ კალამ დიაქაბის ''შავი განავალი'' უწოდა.
კომენტარები