- მალიორკა 1:0 ვალენსია
- რასიზმის წინააღმდეგ პროტესტს არ შეუერთდა - დიაქაბიმ მიზეზი ახსნა
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბალეარის კუნძულებზე მალიორკას ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი ქართველი გოლკიპერის კარში კოსოვოელმა ფორვარდმა ვედათ მურიქიმ თავით გაიტანა.
ამ მარცხით ვალენსიამ სატურნირო ცხრილში ვითარება გაირთულა - ღამურებს 40 ქულა აქვთ და მე-13 პოზიციაზე არიან, თუმცა გასავარდნ ზონაში მყოფ ვალიადოლიდს (მე-18 ადგილი. 38 ქულა) მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. ბოლოსწინა ტურში ვალენსია "მესტალიაზე" ერთ-ერთ აუტსაიდერ ესპანიოლს მასპინძლობს. ეს შეხვედრა 28 მაისს გაიმართება.
მალიორკასთან მატჩში გიორგის 2 "სეივი" ჰქონდა, გაშვებულ ბურთში კი ბრალი არ მიუძღვის.
მალიორკა 1:0 ვალენსია
გოლი: 1:0 მურიქი (64. ლის პასით)
კომენტარები