Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსი გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ჩელსი
  • ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში ლონდონის ჩელსის 4:1 სძლია და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჩელსი გაანადგურა და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.

მასპინძლები მე-6 წუთზე კაზემიროს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ დროში მარსიალმა მანჩესტერის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მანჩესტერის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიტანეს. ბრუნო ფერნანდეშმა 83-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, რაშფორდმა კი 5 წუთში სეზონში 30-ე გოლი გაიტანა.

ჩელსიმ პრესტიჟის გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, ჟოაო ფელიქსმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4. მანჩესტერმა 72 ქულა დააგროვა და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დატოვა. ტენ ჰაგის გუნდი ბოლო ტურში ფულემს შეხვდება.

მანჩესტერ იუნაიტედი 4:1 ჩელსი

გოლები: 1:0 კაზემირო (6), 2:0 მარსიალი (45+5), 3:0 ფერნანდეში (პენ-73), 4:0 რაშფორდი (78), 4:1 ფელიქსი (89)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან ბისაკა, ვარანი, ლინდელოფი, შოუ (მალასია 46') - კაზემირო, ერიკსენი (ფრედი 71') - ანტონი (რაშფორდი 29'), ფერნანდეში (მაკტომინეი 86'), სანჩო - მარსიალი (გარნაჩო 71')

ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ჰოლი, ჩალობა, ფოფანა, ასპილიკუეტა - გალაჰერი (ფოფანა 82'), ფერნანდესი, ჩუკვუემეკა (ლოფტუს-ჩიკი 82') - მუდრიკი (პულიშიჩი 65), ჰავერტცი (ფელიქსი 65'), მადუეკე (ზიეჩი 82')

კომენტარები

ბოლო ამბები