- ცრვენა ზვეზდა 2:1 ჩუკარიჩკი
- ირაკლი აზაროვის გუნდი სერბეთის თასის გამარჯვებულია
ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდამ თასის ფინალში ჩუკარიჩკის მოუგო და სერბეთის თასს მეექვსედ დაეუფლა. ჩუკარიჩკიმ პირველი ტაიმი მარკო დოჩიჩის გოლით მოიგო, თუმცა ალექსანდარ პეშიჩმა 61-ე და 76-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ცრვენა ზვეზდას ტიტული მოაგებინა.
ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე მილან როდიჩმა შეცვალა. აზაროვმა სადებიუტო სეზონშივე შეძლო ორი ტიტულის მოგება. ის ჯერ სერბეთის ჩემპიონი გახდა და ახლა უკვე თასის მფლობელიცაა. ცრვენა ზვეზდა ზედიზედ მესამე წელია თასის მოგებას ახერხებს. მათ წინა ორ ფინალში ბელგრადის პარტიზანი დაამარცხეს.
აზაროვის გუნდი სეზონს ნოვი პაზართან მატჩით დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ ცრვენა ზვეზდას სერბეთის ჩემპიონატში 96 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ბაცკა ტოპოლას 22 ქულით უსწრებს.
კომენტარები