Thumbnail

პსჟ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადება - სუპერშეთავაზება მესის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას არგენტინელის გაშვება არ სურს
  • პსჟ მესის დარჩენის სანაცვლოდ, წლიურ 100 მილიონ ევროს შესთავაზებს
  • 35 წლის თავდამსხმელს ბარსელონიდან არანაირი შეთავაზება მიუღია 

სად ითამაშებს მომავალ სეზონში არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონი ლიონელ მესი ამ დრომდე უცნობია, ფრანგულ მედიაში კი იწერება, რომ პარი სენ-ჟერმენი ვარსკვლავის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება.

მესის პარიზელებთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. ცნობილია, რომ 35 წლის არგენტინელის დაბრუნებით ბარსელონაა დაინტერესებული. არის საუბარი საუდის არაბეთიდან ფინანსურად ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე. მანამდე იწერებოდა ვარსკვლავის MLS-ის ინტერ მაიმიში გადაბარგების შესაძლებლობაზეც…

კატალონიელი გულშემატკივრების ლეოს დაბრუნებას ელოდებიან

ბოლო ინფორმაციით, პსჟ მზადაა, მესის ახალი, 1+1 სქემით კონტრაქტი შესთავაზოს, რომელშიც ხელფასად წელიწადში 100 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული. როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბის კატარელი მეპატრონეებს არ სურთ არგენტინელი ვარსკვლავის საუდის არაბეთში გადაბარგება დაუშვან. 

რაც შეეხება მესის კატალონიაში დაბრუნების საკითხს, სხვათა შორის, Mundo Deportivo-მ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო წინა კვირის ბოლოს ყოფილ თანაგუნდელებს, სერხიო ბუსკეტსა და ჟორდი ალბას შეხვდა. არგენტინელს მათთან საუბარში დაუფარავად უთქვამს, რომ კატალონიური კლუბისგან აქამდე არ მიუღია არანაირი შეთავაზება. 

არგენტინელი პარიზში შესაძლოა კიდევ 2 წლით დარჩეს

შვიდი "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი, რომელმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, პარი სენ-ჟერმენში ორი წლის წინ, ბარსელონადან გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა საკლუბო ტურნირის 39 მატჩში ითამაშა, გაიტანა 20 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები