Thumbnail
  • გიორგი შერმადინი ესპანეთში სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
  • ქართველ ცენტრს წარმატებული სეზონი დაუფასდა და ლიგის MVP მეორედ გახდა

ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესას 2022-23 წლების საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი მოიგო. გიორგიმ ჯერ ლიგის მიერ ორგანიზებული ქომაგთა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რის შემდეგაც საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებდნენ.

გიორგიმ MVP-ს ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო, რითიც ის ლეგენდარულ კალათბურთელებს – არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდა. ქართველმა ეს ტიტული პირველად 2020-21 წლების სეზონში მოიგო.

ლიგა ენდესამ გიორგის პრიზი ორიგინალურად გადასცა. ფრენის დროს პილოტმა გამოაცხადა, რომ სეზონის MVP გიორგი შერმადინი გახდა. გიორგი სეზონის გუნდშიც მოხვდა. ლიგა ენდესას საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: დარიუს ტომპსონი, მარკუს ჰოვარდი (ორივე ბასკონია), ძანან მუსა, ედი ტავარესი (ორივე რეალი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე).

კომენტარები

ბოლო ამბები