- ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების მარეგულირებელმა ასე გადაწყვიტა
- მადრიდულ და კატალონიურ კლუბებს გასაჩივრებისთვის ერთი თვე აქვთ
მადრიდის რეალი და ბარსელონა ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩს "ელ კლასიკოდ" ვეღარ მოიხსენიებენ.
Relevo-ს ცნობით, ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების მარეგულირებელმა უწყებამ, ამ სახელწოდების გამოყენებასთან დაკავშირებით, ესპანური გრანდების მოთხოვნა პატენტზე არ დააკმაყოფილა. რამდენადაც ამ ბრენდს ესპანური ლა ლიგა ფლობს, გადაწყვეტილება რისკებისა და გაუგებრობების თავიდან არიდებას უკავშირდება და შესაბამისად, კლუბებს "ელ კლასიკოს" მარკეტინგული მიზნებით გამოყენების უფლება აღარ აქვთ.
ახლა რეალსა და ბარსელონას ერთი თვე აქვთ საიმისოდ, რათა გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და სახელწოდება "ელ კლასიკოს" გამოსაყენებლად ბრძოლა გააგრძელონ.

რეალისა და ბარსელონას დაპირისპირების ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. ამ გუნდებს შორის გამართული 254 ოფიციალური მატჩიდან, 102 მოგება მადრიდულ კლუბს აქვს, 100 - კატალონიურს, კიდევ 52 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
ამ სეზონში გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ - ორჯერ ესპანეთის თასის 1/2-ფინალში, ორჯერ კი ჩემპიონატში ითამაშეს. კიდევ ერთი დაპირისპირება ესპანეთის სუპერთასზე შედგა.
კომენტარები