- ანესი 1:0 ბორდო | სოშო 0:1 მეცი
- ზურიკო დავითაშვილმა 88 წუთი ითამაშა, გიორგი მიქაუტაძემ - 92
საფრანგეთის ლიგა 2-ის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ელიტაში აღზევების შანსი ორივე ქართველი ფეხბურთელის კლუბს აქვს. საუბარია გიორგი მიქაუტაძის მეცსა და ზურიკო დავითაშვილის ბორდოზე.
დღეს გამართულ 37-ე ტურში მეცმა სტუმრად სოშოს 1:0 სძლია, მიქაუტაძემ კი მინდორზე 92 წუთი გაატარა. შედეგად, მეცელებმა 69 ქულა მოაგროვეს და მე-2 ადგილიდან სწორედ ბორდო ჩამოაქვეითეს, რომელმაც მოულოდნელად ანესისთან გასვლითი მატჩი წააგო (0:1). დავითაშვილმა 88 წუთი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო ლე ავრმა, რომლის ლიგა 1-ში აღზევების საკითხი თითქოს გადაწყვეტილი ამბავი იყო. ლიდერი ამჯერად ბასტიას დაუზავდა (1:1) და აქტივში 72 ქულა აქვს.

ამდენად, თუ რომელი 2 გუნდი გადავა ელიტარულ ფრანგულ ლიგაში, 2 ივნისს დაგეგმილ ბოლო ტურში გადაწყდება.
ბორდო როდეზს უმასპინძლებს, მეცი – ბასტიას, ლე ავრი კი – დიჟონს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ბურთების სხვაობას მიენიჭება. ამ დროისთვის, ლე ავრს +26 აქვს, მეცს +27, ხოლო ბორდოს +24.
ცნობისთვის, მიქაუტაძე ლიგა 2-ის 36 მატჩში გატანილი 23 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო დავითაშვილს 29 თამაშში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.
კომენტარები