- ალესიო ჩერჩის თავს დაესხნენ, მაგრამ ფეხბურთელი მძარცველებს გაუმკლავდა
- იტალიელი ფეხბურთელის დაშინებას სათამაშო იარაღით ცდილობდნენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ალესიო ჩერჩის მძარცველები თავს დაესხნენ, მაგრამ იტალიელი მათ გაუმკლავდა და სეირნობა გააგრძელა.
იტალიელ შემტევს მძარცველები საათის წართმევას უპირებდნენ და სათამაშო იარაღით აშინებდნენ. ჩერჩი მიხვდა, რომ მძარცველებს სათამაშო იარაღი ჰქონდათ. მათ წინააღმდეგობა გაუწია, შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სეირნობა გააგრძელა. ფეხბურთელი არ დაშავებულა და გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა მძარცველების შესახებ.
პოლიციამ ჩერჩის გაძარცვის მცდელობის ფაქტზე საქმე უკვე აღძრა და გამოძიება დაიწყო. ალესიო იტალიის ნაკრებში 2013-2014 წლების განმავლობაში თამაშობდა, ის რომას, ატალანტას, ფიორენტინას, მილანის, ჯენოას, ატლეტიკოს, ვერონას, სალერნიტანასა და არეცოს ღირსებას იცავდა.
კომენტარები