Thumbnail

ანტირასისტული კამპანია დაიწყო - ბრაზილია ორ აფრიკულ ქვეყანას შეხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილიის ნაკრებმა ორ აფრიკულ ქვეყანასთან ამხანაგური მატჩები ჩანიშნა
  • ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ანტირასისტული კამპანია დაიწყო

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბრაზილიელები 17 ივნისს გვინეის ნაკრებს ბარსელონაში შეხვდებიან, ხოლო სამ დღეში სენეგალთან ლისაბონში ითამაშებენ. 

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ეს მატჩები ანტირასისტული კამპანიის ფარგლებში დაგეგმა. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი რასიზმს გმობენ და ვინისიუს ჟუნიორს მხარდაჭერას უცხადებენ. ბრაზილიელს ვალენსიას სტადიონზე უსტვინეს და რასისტული ფრაზებით მიმართეს. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ვინისიუს ჟუნიორთან კონსულტაცია გაიარა და მატჩების ჩატარების ადგილები შეათანხმა. 

სწორედ ამ ფაქტის გამო, ბრაზილიის ნაკრები ორი აფრიკულ ქვეყანასთან ითამაშებს. მათ სურთ, რომ ქომაგებმა გაიაზრონ ის ამბავი, რომ ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა აღნიშნა, რომ მუდმივად მუშაობენ, რათა სტადიონებზე და მის ფარგლებს გარეთ რასიზმი აღმოიფხვრას.

კომენტარები

ბოლო ამბები