Thumbnail
  • კიოლნი 1:2 ბაიერნი
  • დორტმუნდი 2:2 მაინცი
  • მიუნხენის ბაიერნი გერმანიის 32-გზის ჩემპიონია

გერმანული ბუნდესლიგის ფინიში ისეთი იყო, როგორც ამ ტურნირს შეეფერება, უკიდურესად დრამატული და საინტერესო - საკმარისი იყო ტერზიჩის დორტმუნდს შინ მაინცი დაემარცხებინა და 10-წლიანი პაუზის მერე მიუნხენის ბაიერნის ჰეგემონია დაემხებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა!

ჯამალ მუსიალას გოლმა ბაიერნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა

მიუხედავად ამისა, ბოლო ტურის 81-ე წუთიდან ზუსტად 8 წუთის განმავლობაში დორტმუნდი მაინც ჩემპიონი ხდებოდა, რადგან კიოლნმა შინ "რეკორდმაისტერს" გაუთანაბრა, მაგრამ მოედანზე გერმანული ფეხბურთის მთავარი იმედი ჯამალ მუსიალა შევიდა და 89-ე წუთზე გნაბრის პასით ოქროს გოლი გაიტანა - მიუნხენის ბაიერნი კვლავ ბუნდესლიგის ჩემპიონია, ზედიზედ მეთერთმეტედ და სულ 32-ედ, დორტმუნდი კვლავ 5-გზის ჩემპიონად რჩება...

ჯუდ ბელინგემი გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდა

დორტმუნდს მაინცთან უბრალოდ მოგება ჰყოფნიდა, მაგრამ თამაში კატასტროფულად დაიწყო - პირველ 25 წუთში ტერზიჩის გუნდი 0:2 მარცხდებოდა, თანაც, შუალედში სებასტიან ალემ პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში დორტმუნდის შტურმმა შედეგი მაინც გამოიღო, თუმცა მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის - 71-71 ქულით დასრულების შემთხვევაში კი ჩემპიონი ბაიერნი ხდებოდა და გახდა კიდეც. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ბაიერნი მე-6 გუნდია, ვინც ტიტული ბუნდესლიგის ბოლო ტურში შეინარჩუნა. ბაიერნმა ეს მესამედ გააკეთა - 1985/86 და 1999/00 სეზონების შემდეგ.

🟠 თომას ტუხელი ბუნდესლიგის ჩემპიონი პირველად გახდა, ხოლო თომას მიულერი სარეკორდოდ, მე-12-ედ. 

🟠 ჯამალ მუსიალამ ბუნდესლიგის ამ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.

🟠 იონას ჰექტორმა 346-ედ და ბოლოჯერ ითამაშა კიოლნის შემადგენლობაში.

კიოლნი 1:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 კომანი (8. სანეს პასით), 1:1 ლიუბიჩიჩი (81-პენალტი)

ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, მაზრარუი (85. მუსიალა) - კიმიხი, გრავენბერხი (71. გორეტცკა) - სანე, მიულერი (62. კანსელო), კომანი (71. ჩუპო-მოტინგი) - გნაბრი

დორტმუნდი 2:2 მაინცი

გოლები: ოლსენი (15. ფერნანდესის პასით) 0:2 ონისივო (24. ლის პასით), 1:2 გერეირო (69. რეინას პასით), 2:2 ზიულე (90+6. რეინას პასით)

კომენტარები

ბოლო ამბები