Thumbnail
  • სტრასბური 1:1 პსჟ
  • პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი მე-11-ედ გახდა

ახლა უკვე პარი სენ-ჟერმენი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული კლუბია - ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა, რომელიც მისთვის ზედიზედ მეორე, სულ კი მე-11-ეა.

ამ ტურის წინ მხოლოდ თეორიული შანსიღა ჰქონდა ლანსს ჩემპიონობის. საკმარისი იყო პარი სენ-ჟერმენს ქულა მოეპოვებინა სტრასბურთან მატჩში, რომ ეს შანსიც გაქრებოდა. 

TOP 5 ლიგებში ლეომ 496-ე გოლი გაიტანა და კრიშტიანოს გადაუსწრო

59-ე წუთზე ლიონელ მესიმ კილიან მბაპეს პასით (როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე - მბაპეს მესის პასებით გააქვს) სტუმრები დაწინაურდნენ. 79-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა კევინ გამეირომ გაათანაბრა. ამ ქულით პსჟ-მ 85 ქულა დააგროვა და უკვე ოფიციალურადაც ჩემპიონია. ლანსმა აიაჩოს 3:0 მოუგო, 81 ქულა მოაგროვა, გუნდი სეზონს მე-2 პოზიციაზე დაასრულებს.

პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პსჟ-ს 11 ტიტული აქვს, სენტ ეტიენს - 10, ხოლო მარსელს - 9. 

ლოის ოპენდამ ედენ აზარის მიღწევა გაიმეორა

🟠 ლიონელ მესიმ TOP 5 ლიგებში 496-ე გოლი გაიტანა. არგენტინელმა კრიშტიანო რონალდოს გადაუსწრო (495) და ყველა დროის ლიდერია. მე-3 მაჩვენებელი ჯიმი გრივსს აქვს (366). 

🟠 ლოის ოპენდამ ლანსის მაისურით 20 გოლი გაიტანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბელგიელი ფეხბურთელისთვის საუკეთესო შედეგია ლიგა 1-ში ედენ აზართან (2011/12) ერთად. 

სტრასბური 1:1 პსჟ

გოლები: 0:1 მესი (59. მბაპეს პასით), 1:1 გამეირო (79)

პსჟ (3-5-2): დონარუმა - ბიჩიაბუ, სერხიო რამოსი, დანილო - ზაირ-ემრი, ვიტინია (84. სოლერი), ვერატი, სანშეში, ბერნატი - მბაპე, მესი.

კომენტარები

ბოლო ამბები