- ვენის რაპიდი 3:2 გრაცის შტურმი
- კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა
ავსტრიის ბუნდესლიგაში ბოლოსწინა, 31-ე ტური გაიმართა, რომელშიც ოთარ კიტეიშვილის შტურმი ვენის რაპიდს ესტუმრა. გრაცელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 2:3 დამარცხდნენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდისთვის სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ მატჩს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონობის შანსი წინა ტურში ზალცბურგთან მარცხის შემდეგ დაკარგა.
ოთარ კიტეიშვილს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, მან ჯერ მატჩის მე-10 წუთზე მანპრიტ ზარკარიას გაატანინა, შემდეგ კი, 33-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე თავად გაზარდა. რაპიდმა ანგარიშის გათანაბრება შესვენებაზე გასვლამდე მოახერხა, გადამწყვეტი გოლი კი მეორე ტაიმის შუაში, 66-ე წუთზე გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. ბოლოს ოთარმა 23-ე ტურში სწორედ ვენის რაპიდს გაუტანა.
ამ გამარჯვებით ვენის რაპიდს 25 ქულა დაუგროვდა, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და კონფერენს ლიგის ზონაშია. რაც შეეხება შტურმს, გრაცელები 39 ქულით მე-2 ადგილზე არიან. შემდეგ და ბოლო მატჩს კიტეიშვილის გუნდი 3 ივნისს ლასკ-თან გამართავს.
კომენტარები