- რუსთავი 75:87 თსუ
- თსუ-მ სერია 3:2 მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური ეტაპის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რუსთავი 87:75 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე წელს თსუ-ს, როგორც თასზე, ისე ჩემპიონატში, რუსთავთან ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, თუმცა ფინალი რომ სულ სხვა მნიშვნელობის დაპირისპირებაა, ეს რუსთავის კალათბურთელებმა დაამტკიცეს და საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანეს, რომელსაც ბოლო მეოთხედის დაწყების წინ იგებდნენ კიდეც.
ძალიან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება თსუ-მ მეოთხე მეოთხედში კარგი თამაშის ხარჯზე მოახერხა. მესამე მეოთხედის შემდეგ რუსთაველები 61:60-ს იგებდნენ, თუმცა თსუ-მ ბოლო 10 წუთში 27 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში მხოლოდ 14 მიიღო, შეხვედრა 87:75 მოიგო და ჩემპიონიც გახდა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თსუ-ს შუთინგ გარდი დაიმონ ჰენსონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოუტანა. მალკოლმ დრამრაითმა რუსთავის კალათში 17 ქულა მოათავსა, გიორგი ცინცაძემ თამაში 11 ქულით, 9 პასითა და 3 მოხსნით დაასრულა.
რუსთავის რიგებში საუკეთესო 21 ქულით ლევან ბაბილოძე იყო. გუნდის ამერიკელმა გამთამაშებელმა ტრეი კროფტმა ჩაგდებულ 20 ქულას 7 შედეგიანი პასი და 7 მოხსნა მიამატა. ანზორ ნადირაძეს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 12 ქულა და 10 მოხსნა.
თსუ-მ სერია 3:2 მოიგო და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. უნივერსიტეტის გუნდი ფინალში აქამდე ორჯერ იყო, 2010 წელს რუსთავთან დამარცხდა, 2011-ში არმიასთან. თსუ-მ ნავსი 2023 წელს გატეხა და მომავალ სეზონს მოქმედი ჩემპიონის რანგში დაიწყებს...
კომენტარები