Thumbnail
  • ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურმა ყველაფერი გაარკვია
  • საუთჰემპტონს ჩემპიონშიპში ლიდსი და ლესტერი ჩაჰყვნენ

ინგლისის სენსაციური ჩემპიონობიდან 7 წლის შემდეგ ლესტერ სიტი ინგლისური ფეხბურთის ელიტას დაემშვიდობა: 2016 წლის ჩემპიონი პრემიერლიგიდან გავარდა. მართალია, “მელიებმა” ბოლო ტურში ვესტ ჰემი 2:1 დაამარცხეს, მაგრამ რაკი ევერტონმაც მოიგო, ლესტერი მომდევნო სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს.

ევერტონის გულშემატკივრებმა კი შვებით ამოისუნთქეს: 1:0 ბორნმუთთან და ევერტონმა ისევ შეინარჩუნა ადგილი პრემიერლიგაში. შეგახსენებთ, რომ ევერტონი ელიტიდან არასდროს გავარდნილა.

ევერტონელები გადარჩენას ზეიმობენ

ლიდსთან ერთად პრემიერლიგას ლიდს იუნაიტედიც დაემშვიდობა. სემ ელერდაისის გუნდი ბოლო ტურში ტოტენჰემთან 1:4 დამარცხდა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ტოტენჰემმა სეზონი მაინც მე-8 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. მე-7 ადგილი, რომელიც კონფერენსლიგის საგზურს იძლევა, ასტონ ვილამ დაიკავა, რომელმაც ბრაიტონი 2:1 დაამარცხა.

საუთჰემპტონის დაქვეითება მანამდე გადაწყდა და ბოლო ტურში ბოლოადგილოსანმა ლივერპულს 4 გოლი გაუტანა, თუმცა 4-იც გაუშვა და საბოლოოდ ველური 4:4. ლივერპული რომ მეხუთე ადგილზე გადიოდა, ეს ამ მატჩამდეც ცნობილი იყო - უბრალოდ შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის პირველი სეზონის (2015/2016) შემდეგ ლივერპული პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაში. 


ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ თავისი მე-1000 პრემიერლიგური თამაში ბრენტფორდთან 0:1 წააგო. ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალების წინ ხოსეპ გვარდიოლამ მეორე შემადგენლობა ათამაშა. ჩელსიმ საშინელი სეზონი ნიუკასლთან ფრით (1:1) და მე-12 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები