- კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის ტოპ-კანდიდატია
- ბრაზილიური ფეხბურთის შეფმა ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა მადრიდის რეალის იტალიელი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანჩელოტის დანიშვნა სურს.
“ჩვენი გეგმა A კარლო ანჩელოტია და ვგრძნობთ, რომ ეს მოხდება!” - უთხრა მან UOL Esporte-ს.

როგორც იცით, ბოლო თვეებში ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ 63 წლის იტალიელმა “სელესაო” უნდა ჩაიბაროს და შეცვალოს ტიტე, რომელმაც პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ დატოვა. თვითონ ანჩელოტი ბოლო პერიოდში ბრაზილიის ნაკრების შესახებ კითხვებს რეალთან მოქმედ კონტრაქტზე მითითებით პასუხობდა. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლამდე აქვს.
“მას უყვარს ბრაზილიის ნაკრები, იცნობს ბევრ ჩვენს ფეხბურთელს და ზოგადად ბრაზილიურ ფეხბურთს,” - ესეც ბრაზილიური ფეხბურთის შეფის სიტყვებია. რეალში ანჩელოტი ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგოს და ედერ მილიტაოს წვრთნის.
მადრიდულმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. რეალის ერთადერთი ტიტული ამ სეზონში ესპანეთის თასია.
კომენტარები