Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 84:61 ტორტონა
  • თორნიკე შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტორტონას 23 ქულით მოუგო - 84:61. ვირტუსმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 2-დან 2 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ვირტუსი ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩს 30 მაისს ჩაატარებს. შენგელიას კლუბი ისევ მასპინძელი იქნება. მეორე ნახევარფინალში ოლიმპია მილანო სასარის 1:0-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები