Thumbnail

ლუჩანო სპალეტი მომავალი სეზონიდან ნაპოლის მწვრთნელი აღარ იქნება. Goal Italia-ს ინფორმაციით, ლუჩანო ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მივიდა და ერთწლიანი პაუზა სთხოვა. აურელიომ განაცხადა, რომ სპალეტის უარი არ უთხრა.

''სპალეტი თავისუფალი ადამიანია. მოვიდა და მითხრა, რომ აქ ყველაფერი გააკეთა. ჩემპიონობით ერთი ციკლი დასრულდა. მან იცის, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მითხრა, რომ ერთი წლით პაუზის აღება სურს, რაზეც უარს ვერ ვეტყოდი. თქვენი აზრით, შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა? მან ძალიან ბევრი მომცა და მადლობას ვუხდი", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

სპალეტი ნაპოლიში 2021 წლის 29 მაისს დაინიშნა, მან კლუბთან ერთად სერია A მოიგო და ნაპოლი იტალიის ჩემპიონი 33 წლის შემდეგ გახდა. საინტერესოა, ვინ მივა ნაპოლიში მთავარ მწვრთნელად და დააბრუნებენ თუ არა სპალეტის ერთი წლის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები