- 19 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
- იგი ბოლო ტურის შემდეგ თანაგუნდელებს დაემშვიდობა
- საფეხბურთო სამყარო მეგატრანსფერის მოლოდინშია
გერმანიის ბუნდესლიგაში “ვერცხლის სინის” მფლობელის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა, თანაც რა დრამატულად - დორტმუნდის ბორუსიას მიუნხენის ბაიერნის 10-წლიანი ჰეგემონიის დამხობის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ტერზიჩის გუნდს ისტორიის დასაწერად საკუთარ მოედანზე მაინცის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ საჩემპიონო მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
დორტმუნდის 19 წლის ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამის შესახებ ოფიციალურად Bundesliga.com-მა გამოაცხადა. ინგლისელ ნახევარმცველს ეს აღიარება სატიტულო მარცხიდან გამოწვეულ იმედგაცრუებას შეუმსუბუქებს. მისთვის მაინცთან შეხვედრა განსაკუთრებულად მტკივნეული იმითაც იყო, რომ საკუთარ გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

“მას შემდეგ, რაც გუნდში მოვედი ჩემი პასუხისმგებლობა იზრდებოდა. თანაგუნდელები და მწვრთნელები განვითარებაში დამეხმარნენ. კლუბში მოვედი, როგორც ნიჭიერი ბიჭი, მაგრამ ჩემს თამაშს ისეთი ელემენტები დავამატე, რომლებმაც სხვა სიმაღლეზე ამიყვანა, ეს ყველაფერი კი მთლიანად გუნდის დამსახურებაა” - განაცხადა ბელინგემმა.
თითქმის გადაწყვეტილია ამბავია, რომ BVB-ის ნიჭიერი ნახევარმცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ბელინგემი თანაგუნდელებს ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ დაემშვიდობა, შესაბამისად, საფეხბურთო სამყარო მეგატრანსფერის მოლოდინშია, “სამეფო კლიუბო” მზადაა 19 წლის ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ბელინგემი დორტმუნდში 2020 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 ჩატარებული შეხვედრა, 14 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.
კომენტარები