- გურამ ქუთათელაძე 4 ივნისს ავსტრალიელ ჯეიმი მალარკისთან აღარ იჩხუბებს
- 31 წლის ქართველი მებრძოლი წელიწადია ოქტაგონზე გასვლას ვერ ახერხებს
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლი გურამ ქუთათელაძე (12-3) ივნისში გასამართ ტურნირ UFC on ESPN 46-ში აღარ გამოვა. ინსაიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართველი ვიკინგი" ჯეიმი მალარკისთან (16-5) ბრძოლას ჩაეხსნა.
გურამ ქუთათელაძეს და ავსტრალიელ ჯეიმი მალარკის 4 ივნისს, ლას ვეგასში უნდა ეჩხუბათ. რა გახდა 31 წლის ქართველი სპორტსმენის ბრძოლიდან ჩახსნის მიზეზი, უცნობია. ცნობილია ის, რომ ქუთათელაძეს ტაჯიკური წარმომავლობის ამერიკელი მუხამად ნაიმოვი ჩაანაცვლებს.
ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესა ქუთათელაძე ოქტაგონზე გასვლას ვერ ახერხებს. იანვარში მას ბრაზილიელ ტიაგო მოიზესთან (17-6) უნდა ეჩხუბა, მაგრამ სტაფილოკუკური ინფექციით დაავადების გამო, ბრძოლაზე უარის თქმა მოუხდა.
"ქართველი ვიკინგი" UFC-ის 2020 წელს შეუერთდა და იმავე წელს მატეუშ გამროტი (21-2) დაამარცხა. მეორედ გურამმა 2022 წლის ზაფხულში იჩხუბა და ყაზახ დამირ ისმაგულოვთან (24-2) მთავარი მსაჯის შეცდომითა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მას შემდეგ ქუთათელაძე ოქტაგონზე აღარ გასულა.
კომენტარები